კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრანისლავ ონდრუში - ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან

ნახვები: 501 ბრანისლავ ონდრუში - ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან

ამჟამინდელი ვითარება საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის არმიერთებისთვის სჯიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა განაცხადა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან.

„საქართველოზე ევროკავშირის პოზიცია რეალობის იგნორირებას ახდენს. საქართველო ოკუპირებული ქვეყანა იყო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში და ევროკავშირმა არც ერთხელ არ უპასუხა რუსეთის ამ ოკუპაციას სანქციებით. პირიქით, მან რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარა.

საქართველო არ არის ნატოს წევრი და ევროკავშირის არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ სთავაზობს სამომავლო შესაძლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ევროკავშირი იმ პოზიციაში არ არის, რომ ანტირუსული სანქციების ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება მოახდინოს. შესაბამისად, ის საქართველოს მთავრობას სჯის ბალანსისთვის და არა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის, რის გამოც ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დგანან. ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან,” - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა