თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება

ნახვები: 500 ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები.

როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო მექანიზმებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, ხშირად ისმოდა კითხვა, ვინ შეიძლება გამოიძიოს და რა შეიძლება იყოს ამ გამოძიების საფუძველი. ჩვენ გვაქვს ვერსიები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დისკუსიები, რა შეიძლება გახდეს საფუძველი და რა მექანიზმი შეიძლება იყოს. პირველი, ჩვენი აზრით, ეს არის ევროკავშირი, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და არის 9 შესასრულებელი პუნქტიდან მეოთხე პუნქტი. ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მეორე ვერსია არის ამერიკის და ევროკავშირის გამოძიება.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არაა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქართველოსთვის დონორული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგრამების აღდგენის ან შეჩერების შესახებ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ასევე ერთ-ერთ ვერსიად განიხილება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მექანიზმის ამოქმედება და გამოძიება, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, აშშ-ში და ბრიტანეთშიც არის ამის თაობაზე გამოძიება, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ერეოდა.

„ამიტომ, აქ თუ გამოძიება ჩატარდება, შეიძლება ისეთი რაღაცები დაადგინონ, რაც შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გამოადგებათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა