Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ბადრი ჯაფარიძემ არჩია, დაპირისპირებოდა სისტემას-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 368 ბადრი ჯაფარიძემ არჩია, დაპირისპირებოდა სისტემას-ირაკლი კობახიძე

პარლამენტი სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" არ მოქმედებს ხისტად, მაგრამ მოქმედებს პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება".

„ჩემი განცხადება რომ არ მოეწონათ, ეს უკვე კარგია. თუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პარლამენტს ბადრი ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკური განცხადება მიუღია, გამოდის, რომ კანონი წაუკითხავთ, რადგან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა - სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

ახლა გვაბრალებენ, რომ თურმე პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. განვმარტავ, სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს არ აქვს უფლება, რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გვემსჯელა, დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როცა წარსულში ჩადენილ დანაშაულს აღიარებ, ამით უპირისპირდები არა სისტემას უსამართლოდ, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, რაც შეიძლება, გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია, მან არჩია, დაპირისპირებოდა სისტემას და გახსოვთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფს გვაბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება. როცა პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, სისტემა ბუნებრივია, მას პასუხს სცემს. ჩვენ რომ გვდომოდა, ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა, შეგვეძლო, 50-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა ეს ორჯერ არ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ ვმოქმედებთ პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას, საკითხზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ სახეზეა „ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" ალიანსი, რასაც ყველა ხედავს.

„ყველა კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" ალიანსი არის სახეზე. ამას დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდებოდა, თუმცა რუსთავის მაგალითზე დავინახეთ, რომ რეალურად არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაცმოძრაობასა"და „ლელოს" შორის. დარწმუნებული ვართ და ვიყავით, რომ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ამისთვის დამატებითი საფუძველი შეგვიქმნა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურამ", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც გააკეთა კომენტარი და როგორც აღნიშნა, ოპოზიციაში დეპუტატების საკმარისი რაოდენობაა, რომ სურვილის შემთხვევაში, კომისია შექმნან.

„ოპოზიციას შეუძლია, დროებითი საგამოძიებო კომისია ახლაც შექმნას. ჯამში არიან 50-ზე მეტი. გახარიას პარტიას ერთხელ რაღაც ეუხერხულა, მხარი დაეჭირა კომისიისთვის, მაგრამ ეს უხერხულობა ისე მოიხსნება, როგორც მოიხსნა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და რუსთავის შემთხვევაში", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა