თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით

ნახვები: 516 ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს.

სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ არსებულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პროტესტის მონაწილეებს შორის ვერ ხედავენ.

სიჭინავას განმარტებით, ისინი სასამართლოებსა და სხვა უწყებებში განაგრძობენ ხმების დაცვას.

„ამ თემაზე არაფერს დავწერდი, კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას - თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში.

ახლა კარგად დამიგდეთ ყური:

ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე...

ვიღაცების დავალებით ის ადამიანები “დაგვეძებენ” თურმე, თან “თვალთხარიას” რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-დან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ცესკოს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით). ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24 -საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში უნივერსიტეტთან მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს...

ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.

ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ! თქვენი ხმა გვაძლიერებს!

ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის!“- წერს ბერდია სიჭინავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა