კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

ნახვები: 535 დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო.

როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას.

„ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი იმიტომ, რომ მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას მაშინ, როდესაც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი თვითონვე არის. ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“, - განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც რამდენიმე წუთით სხდომა შეწყდა. ამავე სხდომაზე ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა