ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში

ნახვები: 543 გიორგი ვაშაძე - ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში

ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა - ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დაწერენ.

„რამდენჯერაც საჭირო იქნება მანდატებთან დაკავშირებით განცხადების დაწერა, იმდენჯერ დავწერთ. ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს. დაუყოვნებლივ! ვინც არ დაწერს ამ მანდატებზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა.

[პარტიების] დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, რომ ვიღაცას ხელი ააღებინონ მანდატების [გაუქმებაზე]. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როდესაც თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ხალხს ართმევენ მომავალს. არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს. დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა. მეტი არაფერი, ესაა მთავარი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა