ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოკუპირებულ ახალგორში, ჩაკეტილი გზის გამო, პაციენტი გარდაიცვალა

ნახვები: 458 ოკუპირებულ ახალგორში, ჩაკეტილი გზის გამო, პაციენტი გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ ახალგორში, საიდანაც სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს თბილისში, სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის არ ატარებენ, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

"ამ წუთას კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჩაკეტილი გზის გამო , რადგან აქ ვერ მიიღო ის სამედიცინო მომსახურება, რაც მას სჭირდებოდა.
ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საკუთარ სახლებს. ერთ-ერთმა მითხრა, ხელმოსაწერად რომ შევედი ადმინისტრაციაში, გამგებელმა მთხოვა, გადამეფიქრებინა და დავრჩენილიყავიო - არ გადაიფიქრა.

თვის ბოლომდე 15 მდე ოჯახი ვიცი, ვინც გამზადებულია დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები... სულ ტოვებენ. სამუდამოდ...

საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ, რას განვიცდით... ამ ადამიანებთან იბრძვიან, სად სცალიათ ახალგორის დაცლისთვის.

ძალიან გთხოვთ, არავინ არც დამირეკოთ, არც მომწეროთ კომენტარზე. მიმართეთ შერიგების სამინისტროს. და გადაეცით ჩვენგან ბრაზი, უმოქმედებისთვის. უუნარობისთვის. უინტერესობისთვის." - წერს თამარ მეარაყიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა