კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 357 აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამერიკელი სენატორები უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.

რეზოლუციაში წერია, რომ ამერიკა გმობს რუსეთის სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვართან. რეზოლუციას აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა, მისი მიღების წინააღმდეგ ხმა არცერთ სენატორს მიუცია.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის მიმართ მხარდაჭერაში", - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა.

სენატის მიღებულ რეზოლუციას არ აქვს სამართლებრივი ძალა, თუმცა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსგან უკრაინის დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის ნიშანია.

სენატმა რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინას რამდენიმე დღეში დაესხას თავს. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაშინ, როცა რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან რჩებიან პრეზიდენტი პუტინის თავდასხმის რამდენიმე სხვადასხვა გეგმაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირის განმავლობაში სენატი ემზადებოდა რეგიონში მზარდი დაძაბულობაზე საპასუხო რეაქციისთვის. სენატორთა ნაწილი პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესებასაც განიხილავდა.

უკრაინას მხარდამჭერები ჰყავს სენატში და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო მზადაა, უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

თუმცა იმ ფონზე, როცა დასავლეთი დაძაბულობის განმუხტვას რუსეთთან დიპლომატიური გზებით ცდილობს, სენატმა რუსეთის სანქცირების გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა და ამჯერად სენატორებმა უკრაინისადმი ერთიანი მხარდაჭერა გამოხატეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა