კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურა ჯაფარიძე - „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია

ნახვები: 680 ზურა ჯაფარიძე - „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილები „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ გზას ეს ქვეყანა პირველად არ გადის, ეს გზა გავლილი აქვს ყველას. ეს არის ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიები. ხომ გასაგებია მიზანი რა არის? - ერთ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება და მეორე შემთხვევაში - სადმე, საჯარო სექტორში კრიტიკული აზრი თუ არის დარჩენილი, მარტივად გაყარონ იქიდან. ხომ გასაგებია?! ეს არის ამ ცვლილებების მიზანი! კითხვა მანდ არ არსებობს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ცვლილებები იგეგმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა