ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაიკლ კარპენტერი - რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

ნახვები: 469 მაიკლ კარპენტერი - რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს 169 ათასიდან 190 ათასამდე სამხედრო, შედარებისთვის, 30 იანვართან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 100 ათასამდე იყო“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზებაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის მომზადებაში სდებენ ბრალს. როგორც გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფების ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უკვე უბრუნდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა