ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, თვალის ფუნქციურ მდგომარეობაზე კი ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება

ნახვები: 716 აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, თვალის ფუნქციურ მდგომარეობაზე კი ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტთან ხერხდება ადეკვატური კონტაქტის დამყარება.

როგორც კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს პერიოდულად აქვს ფსიქო-მოტორული აღგზნებები.

რაც შეეხება თვალის ფუნქციურ მდგომარეობას, მედიკოსებს ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვთ, რადგან პაციენტს ჭრილობა შეხვეული აქვს.

„პაციენტის მდგომარეობა მეტ ნაკლებად სტაბილური გახლავთ. დასრულდა სამკურნალო ნარკოზიდან გამოყვანის პროცესი. პაციენტთან ხერხდება ადეკვატური კონტაქტის დამყარება, თუმცა პერიოდულად მაინც არის ფსიქო-მოტორული აღგზნებები, რაც მისი ოპერაციის სიმძიმიდან გამომდინარეობს და მოულოდნელი ამაში არაფერია. მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მულტიდისციპლინური გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. ამაში ჩართულები არიან ოფთალმოლოგებიც. თვალის ფიზიკური მდგომარეობა ყოველთვის მოწმდება, რაც შეეხება ფუნქციურ მდგომარეობას, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ შეფასდება ოფთალმოლოგების მიერ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოფთალმოლოგი, ამ საკითხზე კონსილიუმი დგება. უახლოეს დღეებში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება თვალის ფუნქციურ მდგომარეობაზე. თვალი შეხვეული აქვს, იმ მხარეს ჭრილობა აქვს. ბუნებრივია ახლა იმის გახსნა და შესაბამისად, შემოწმება ვერ მოხდება. როცა ის პალატაში გადავა და მის სასიცოცხლო ფუნქციებს არ დაემუქრება საფრთხე, მერე უკვე თამამად შეიძლება თვალზე უფრო მეტი კვლევებისა და პროცედურების ჩატარება. ახლაც მიდის, მაგრამ მიდის პრევენციული ღონისძიებები.

როგორც გითხარით, კონტაქტი მყარდება, ადეკვატური. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მითითებებს ასრულებს, გარკვეულ კითხვებს პასუხობს. არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სრული მენტალური დატვირთვის ქვეშ ვამყოფოთ. [კიდურებს] ამოძრავებს, როცა ეუბნები კითხვაზე გპასუხობთ, თუმცა პერიოდულად ფსიქო- მოტორული აღგზნებები არის, რაც გამომდინარეობს ტრავმისა და ჩატარებული ოპერაციული ჩარევის სიმძიმიდან“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა