საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა - ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით

ნახვები: 593 ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა - ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით

უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.

ასევე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.

„პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა