ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

ნახვები: 732 ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესტონეთში საქართველოს ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან „საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გაკეთებული მტრული განცხადება“ განიხილეს.

„საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპაში წინსვლას თითქმის 30 წელია ესტონეთი მხარს უჭერს, ესტონეთის სუვერენიტეტის მიმართ მტრული რიტორიკით არიან დაკავებულები, რითაც რუსეთის ნარატივებს იმეორებენ“, - აცხადებს მარგუს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებით, ელჩთან შეხვედრაზე „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც განიხილეს და ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას“.

„კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ესტონეთი ამას ვერ შეეგუება. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ძალადობაზე პასუხისმგებელი 25 პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, ხალხი გააოგნა და აიძულა ისინი საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ქუჩაში გამოსულიყვნენ და მათ ამის უფლება აქვთ“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა