უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

ჩვენს შეშფოთებებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა - ეიდე

ნახვები: 525 ჩვენს შეშფოთებებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა - ეიდე

"ჩვენს სერიოზულ შეშფოთებებს საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში" - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე წერს.

ესპენ ბარტ ეიდე აღნიშნავს, რომ "როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა".

"ჩვენს სერიოზულ შეშფოთებებს საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა", - წერს ესპენ ბარტ ეიდე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა