კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ქართულ ოცნებას" თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა - ჯაფარიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე

ნახვები: 580 "ქართულ ოცნებას" თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა - ჯაფარიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემდა არჩევნებს, მოხდა საპირისპირო, თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ  ოპოზციური პარტიების გაერთიანებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივევ თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, შეექმნა ანტურაჟი, თითქოს 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდებოდა. მიუხედავად მისი მცდელობებისა, საბოლოოდ, რაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე, ის რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, ის რაც ხდებოდა და ხდება არჩევნების შემდეგ, ამას შეიძლება, ეწოდოს ნებისმიერი რამე, გარდა არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესისა.

მეორე, ის რაც წერია ამ დასკვნაში და რაც იკითხება არის, რომ ამას ამბობს ეუთო/ოდირი. აქ, ჩვენთან, ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ვირეშმაკობას არავინ არ ჭამს, ეს არის სინამდვილეში, რაც წერია ამ დასკვნაში. რატომ არის მნიშვნელოვანი რაც წერია – რადგან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემდა არჩევნებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას. მოხდა ამ ყველაფრის საპირისპო, თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეშლებათ პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ 20 იანვარს ტრამპი მოვა, დალაგდება და თითქოს, რაღაც ურთიერთობებს გააუმჯობესებენ დასავლეთთან. არაფერი ეგეთი არ მოხდება

ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და მნიშვნელოვანია, რადგანმხარდაჭერა, იქნება ეს სანქციები თუ სხვა მიმართულება, იქნება ბევრად უფრო მკაცრი და ეფექტური. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას სახელით იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველზე და აპროტესტებენ, თუნდაც ნახევარი საათით ახერხებთ გამოსვლას. თქვენი დამსახურებაა საბოლოო ჯამში ის, რაც ხდება ამ შემთხვევაში და რაც წერია ამ ეუთო/ოდირის დასკვნაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა