კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს

ნახვები: 666 გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს,- ამის შესახებ "სტრატეგია - აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მძიმეა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს პროცესები არ გააჭიანუროს და ამ კვირაშივე მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო მძიმეა თვითმარქვია რეჟიმისთვის, ამიტომ არის აუცილებელი პროტესტი და წნეხი. ახლა აუცილებელია და ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის, რომ შეტევით რეჟიმზე გადავიდეთ. რაც მალე დანებდება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას, მით ნაკლები იქნება ქართველი ხალხის რისხვა. რაც უფრო გააჭიანურებს ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო მძიმე შედეგებით დაასრულებს ის და მისი გარემოცვა. ვურჩევ ივანიშვილს, რომ ამ კვირაშივე მოხდეს ყველაფერზე შეთანხმება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა