კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბიზნესმენების სია, რომლებიც ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ

ნახვები: 787 ბიზნესმენების სია, რომლებიც ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
 
 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ათეულობით ბიზნესმენს შორის არიან:

თემურ კოხოძე - „თეგეტა ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი;
ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ზაზა ნიშნიანიძე - „მეიდან ჯგუფის“ თანადამფუძნებელი;
არჩილ გაჩეჩილაძე - "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი;
ლაშა იორდანიშვილი - „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი;
თამაზ გაიაშვილი - „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი;
ზურაბ ჩხაიძე - KTW ჯგუფის დამფუძნებელი, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" მფლობელი;
ლაშა პაპაშვილი - „ყვარლის ბაგის“ (რძის მწარმოებელი კომპანიის) დამფუძნებელი;
ირაკლი რუხაძე - „ლიბერთი ბანკის“ მეწილე, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი - „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მეწილე;
ილია წულაია - „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი;
ირაკლი ბურდილაძე - „თეთრი კვადრატის“ დამფუძნებელი;
მინდია საბანაძე - „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
ნოშიკო ნამორაძე - „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი;
ნინა კობახიძე - კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
თეა ზაქარიაძე - „ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი;
ნათია ცაბუტაშვილი - „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი.
ირაკლი იაშვილი - „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელი;
ბესო ორთოიძე - „არსის“ გენერალური დირექტორი;
გიორგი მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ მეწილე;
ბექა ბექაია - „ნუტრიმაქსის“ მმართველი.
ედიშერ ხიმშიაშვილი - სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორი.
დღეს, 23 დეკემბერს, 26-ე დღეა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. აქციებზე პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. აქციებზე პოლიციამ იძალადა არაერთ მოქალაქეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. შსს დემონსტრანტების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

აქციები დაიწყო 28 ნოემბერს, როცა „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხს. 15 დეკემბერს კი შეიქმნა „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა“ (freebusiness.ge), რომელზეც კომპანიები ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პოზიციას აფიქსირებენ.

ამ დრომდე [23 დეკემბერი, 15:20 სთ] ამ მოთხოვნას მხარს უჭერს 2200-ზე მეტი კომპანია, მათ შორის არიან „კოკა-კოლა“, „მაგთი“, PSP, „გორგია“ და ა.შ.

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა