კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, რეჟიმი უნდა დაემხოს

ნახვები: 776 ხატია დეკანოიძე - იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, რეჟიმი უნდა დაემხოს

იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმის ჩამოშლის პირველი დიდი აგური“ არის მისი არალეგიტიმურობა.

„შეტყობინება მივიღე ადმინისტრაციისგან. პოლიტიკური პროცესის წარმართვა რომ მნიშვნელოვანია, ფაქტია. ის მიღწევა, რა მიღწევებიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის არალეგიტიმურობა, საქართველოში გამეფებული რეჟიმის. პრაქტიკულად, არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას. სანქციები ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის პროტესტის, ახალგაზრდების დამსახურება. ჩვენი მოთხოვნა, ისევე როგორც ყველას მოთხოვნა, ვინც დგას პროტესტზე ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას - ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება დიალოგს, მე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები, არის აუცილებელი. ამაზე ჩემი პირადი პოზიციები მაქვს. არ ვიცი, რა ფორმაციას გულისხმობს ეს საბჭო, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ შეთანხმება ახალ არჩევნებზე, რომელიც არის გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, არის აუცილებელი. იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია. რეჟიმის ჩამოშლის პირველი დიდი აგური არის მათი არალეგიტიმურობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა