თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე ჯო უილსონის განცხადებაზე - იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე

ნახვები: 637 ირაკლი კობახიძე ჯო უილსონის განცხადებაზე - იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე

იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე - ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი და ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას,- ამის შესახებ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაზე, რომ „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.

კობახიძის თქმით, როდესაც პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, ეს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

„ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნებია ხოლმე. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. რაც მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. უპირველესად, საზოგადოებამ ისწავლა რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან. ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ.

მიზანი ესაა - იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის - როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა, თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე.

„თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერს უილსონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა