საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9769 ლარი ეღირება, ევრო - 3.3821 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.0578 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9778 ლარი ღირდა, ევრო - 3.3843 ლარი, ხოლო ფუნტი - 4.0546 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 თებერვლისთვის ამოქმედდება.