კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაიკ უოლცი - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს

ნახვები: 662 მაიკ უოლცი - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.

„მზადება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის გადმოსახედიდან, ვერ შეძლებ შეთანხმებას, თუ არ გაქვს რაიმე სახის ურთიერთობა და დიალოგი მეორე მხარესთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავამყარებთ უახლოეს თვეებში“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა ABC-თან ინტერვიუში.

ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის რეალურ ვადებზე კომენტირებისას მან განაცხადა:

„გვსურს მისი ნახვა ყოველ წუთს, ყოველდღე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური პირველი ნაბიჯი ორივე მხარისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს შევიდეთ რაიმე სახის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ჩარჩოებში“.

ამასთან, მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თავის ტერიტორიიდან რუსეთის ბოლომდე განდევნას.

„ყველამ იცის, რომ ეს რაღაცნაირად დიპლომატიურად უნდა დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან ყველა რუსს განვდევნით, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას“, - აღნიშნა უოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა