კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი - რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება

ნახვები: 650 ადვოკატი - რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თუმანიშვილის თეატრის დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ვერიკო გაგუამ განუცხადა.

მან ჩაჩანიძე ქალაქის მთავარ სამმართველოში უკვე მოინახულა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ადმინისტრაციული დანაშაული არ ჩაუდენია.

„პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება. არსებობს კადრები, ის გოგოს გამოესარჩლა, რომელსაც ათეულობით პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა, ამ უკანონო ქმედებაში ჩარევისას მოხდა გიორგის დაკავება. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ნაკაწრები აქვს ხელებზე, ყელის მიდამოშიც, ასევე თავის ტკივილიც, ყურები დაგუბებული აქვს. გუშინ სამედიცინო დახმარება გაეწია, დღეს დილითაც მივმართე საპატრულოს თანამშრომელს, რომ იქნებ ხელახლა მოახდინონ მისი დახმარება",- განაცხადა გაგუამ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა