ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დაკავებულია მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა

ნახვები: 322 დაკავებულია მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა. ძალადობის ვიდეო გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.

მათი თქმით, მორჩილმა 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში მეორე მორჩილზე ფიზიკურად იძალადა. კადრები კი მოგვიანებით Facebook-ზე გავრცელდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით განხორციელებული დევნას, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებას გულისხმობს.

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".

საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა