კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში

ნახვები: 710 სალომე სამადაშვილი - შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში

მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ევროპაც დააწესებს“.

„არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. თქვენ ნახეთ, მათ შორის, მოწოდებები ევროპარლამენტში, რომ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ამ ხელისუფლების არაღიარების აქტი როგორც ეს ხდება დღეს ამერიკის კონგრესში. თქვენ ნახეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ დროა, ევროკავშირმაც მიიღოს ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, დამატებითი რეპრესიები და კანონის ფეხქვეშ გათელვა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა