კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

ნახვები: 709 დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.

თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.

21:00 საათზე, ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები” შედგება.

საპროტესტო აქცია 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში.

აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“.

18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“.

საქართველოში თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა