კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს

ნახვები: 385 ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს

თბილისში, ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას გუშინ გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის გვერდით არის.

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას", რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა