კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირზე ვართ

ნახვები: 474 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირზე ვართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენასთან დაკავშირებით მჭიდრო კავშირზე არიან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას კოროვირუსის ახალი სახეობის შესახებ დამატებით ინფრომაციას მიაწვდიან, როდესაც უკეთ შეისწავლიან მის მახასიათებლებს.

„კოვიდ-19"-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ. ისინი გააგრძელებენ ინფორმაციის, ანალიზებისა და მიმდინარე კვლევების შედეგების გაზიარებას. ჩვენ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც კი მეტს გავიგებთ ვირუსის ამ ვარიანტის მახასიათებლებსა და მის შედეგებზე", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

19 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა, 70 პროცენტით უფრო გადამდები იყოს. ვირუსის ახალი სახეობის დაფიქსირების გამო, ნიდერლანდებმა დიდ ბრიტანეთთან სამგზავრო ფრენა შეაჩერა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა