კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე

ნახვები: 642 პაველ ჰერჩინსკი - ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებს განუცხადა.

„აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავიანთვის და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე.

„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა