ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 391 სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული-სალომე ზურაბიშვილი

არის მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ დონეციკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები ამ ეტაპზე სიმბოლურია, თუმცა მომავალში შეიძლება, გაცილებით მეტი სანქცია დაწესდეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დემოკრატიული ქვეყნისთვის სანქციების მექანიზმი მნიშვნელოვანია.

„დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, ჩემი მოსაზრება არ განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ აგრესიას, ეს შეიძლება, ვიღაცამ აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე და სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად. რეაგირება რა თქმა უნდა სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ ის სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოხდება მომავალში. ეს სანქციები ცოტათი ბუნებრივია განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, იმისგან განსხვავებული, რაც გვინახავს ადრე. თუ რამე უნდა ვისწავლოთ წარსულიდან - 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ ჰქონდა გადახდილი სრულად, ვერ მოხდა მისი შეკავება, სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სანქციებს შედეგი აქვს და ამის გამოცდილება დასავლეთს გააჩნია.

„ომის გარეშე რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს შევაგნებინოთ, ეს არის ის მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი, რომელიც ექნება გადასახდელი. მექანიზმები არის სანქციები. მთელი რიგი სანქციებისა არის, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი. ბევრმა იფიქრა რომ გერმანია არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ გერმანია აქაც ძალიან სიმბოლური იყო. ყველამ დავინახეთ, რამდენად სიმბოლური სანქციები დაწესდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა