მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი - გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან

ნახვები: 705 სალომე ზურაბიშვილი - გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“თავისუფლება მზია ამაღლობელს.

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.

მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "აბუჩად იგდებს დემოკრატიას".

“რუსული რეჟიმი საქართველოში. გუშინ, “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დასანქცირებულები არიან საპოლიციო ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემონსტრანტების არასათანადოდ მოპყრობაში. მმართველი პარტია აბუჩად იგდებს დემოკრატიას!” , - წერს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა