კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ნახვები: 388 საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ქალაქ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა.

ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვედნენ.

შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

მაკა ბოჭორიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად იმუშაონ სომხეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი სტაბილურობის მნიშვნელობას მისი შემდგომი განვითარების მიზნით და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან ქარუმიძემ ასამბლეის ბიუროს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის თემას ასევე წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა