კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯეიმს მაკკლირი - დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ - დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს

ნახვები: 760 ჯეიმს მაკკლირი - დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ - დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს

დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები) X-ზე წერს.

„დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“, - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

„საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს“, - ნათქვამია წერილში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა