ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 407 საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს-არჩილ თალაკვაძე

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები შემაშფოთებელია.

„ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით, მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად" გამოაცხადოს. მისივე განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაზე იქნება გადადგმული.

„რაც შეეხება სანქციებს, სანქციებს შეიმუშავებს ამერიკა და ევროკავშირი. საერთაშორისო პარტნიორების ქმედით ნაბიჯებში სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სანქციებზე მუშაობა მომდინარეობს და პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა. იმედი გვაქვს, მოხდება ვითარების დეესკალაცია. უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს. რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარებას მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, რადგან ეს არის არალეგიტიმური ნაბიჯი. რუსეთს არ აქვს უფლება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად" გამოაცხადოს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაზე იქნება გადადგმული", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა