Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

ნახვები: 524 უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს, რომელსაც მტერი Shahed-ის ტიპის დრონების უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად იყენებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, 6 თებერვალს ღამით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად, ასევე იმ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც ამოცანებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ასრულებენ.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში მონაწილეობენ, დარტყმები გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა