ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო

ნახვები: 384 კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობები ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. კანადელებს ასევე ეკრძალებათ რუსეთის სუვერენულ ვალთან გარიგებებში მონაწილეობა.

გარდა ამისა, კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს მთავრობასთან დაკავშირებულ ორ რუსულ ბანკს, რომელთა სახელები ჯერ არ არის მითითებული და აკრძალავს მათთან ტრანზაქციებს.

სანქციები ასევე შეეხება რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას.

„სანქციები მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. და ისინი ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასთინ ტრუდომ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, კანადა ლატვიაში დამატებით 460 სამხედრო მოსამსახურეს, ასევე საზღვაო პატრულირებისთვის ფრეგატს და თვითმფრინავს გზავნის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადამ უკრაინას თვითმფრინავით სამხედრო დახმარება გაუგზავნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა