ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ბრძოლა, რომელსაც იუნკერები შეეწირნენ, დღემდე არ დასრულებულა-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 381 ბრძოლა, რომელსაც იუნკერები შეეწირნენ, დღემდე არ დასრულებულა-შალვა პაპუაშვილი


"ეს ბრძოლა - იქნებოდა ეს იალღუჯთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან, მართალია, 101 წლის წინ ამ დღეებში იყო, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ეს ახალგაზრდა ჯარისკაცები შეებრძოლნენ დიდ არმიას, არ შეუშინდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საკუთარ სამშობლოს იცავდნენ. ეს არის ამავე დროს დღე და ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გმირ ჯარისკაცებს გვერდში ედგნენ ჩვენი გმირი ქალები. მარო მაყაშვილიც ამ დღეებში დაიღუპა. ის არის პირველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და გამორჩეულია თავისი ქალური სიმამაცით, თავდადებით და იმ საქმით, რომელსაც ის როგორც მედდა, ამ ბრძოლაში აკეთებდა. ეს ბრძოლა - იქნებოდა ეს იალღუჯთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან, მართალია, 101 წლის წინ ამ დღეებში იყო, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა. ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული. ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის და არის ჩვენი, ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანი. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მივაგო. ესეთი დღეებში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათი ხსოვნა იყოს მაგალითი ჩვენი ყველა თაობისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა