რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ევროპის საბჭო - ირაკლი კობახიძემ ალენ ბერსეს განუცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

ნახვები: 553 ევროპის საბჭო - ირაკლი კობახიძემ ალენ ბერსეს განუცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

განცხადების თანახმად, ორშაბათს, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

"გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა