საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

გამოკითხულთა 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - ISSA-ის კვლევა

ნახვები: 768 გამოკითხულთა 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - ISSA-ის კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 61.7% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 34.8% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 12.2%-ს აქვს.

ამას გარდა, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა 82%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. 13.2% ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. გამოკითხულთა 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

კერძოდ, კითხვაზე ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ "ქართული ოცნება". სხვა აქტორებს შორის მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა: ბიძინა ივანიშვილი (23.6%), ნაციონალური მოძრაობა (16%) და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (16.5%).

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%-ია.

ISSA- ი არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა