კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული

ნახვები: 526 შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული

საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს.

“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა,” - განაცხადა სტენეგარდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა