Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

ნახვები: 382 არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარ თემას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა.

განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკომისარი გეგმავს აფხაზეთში ვიზიტს, რათა ადგილზე ნახოს, თუ რა ვითარებაა და რამდენად მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში.

„საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად, განახორციელა; რეფორმებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე გაატარა ბოლო წლების განმავლობაში. ევროკომისრის დაინტერესების სფერო იყო შრომითი უფლებები და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტები. განვიხილეთ რეფორმები გარემოსდაცვითი მიმართულებით. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრას სადაც, კონკრეტული მონაცემები და შესრულებული სამუშაო გავაცანით ევროკომისარს. ველით, რომ მას ექნება მომდევნო საინტერესო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს ანგარიშებს ჩვენ ყურადღებით ვეცნობით, სადაც მოცემულია შეფასებები, თუ რა პროგრესი და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა