რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა დასავლელ მოკავშირეებთან-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 326 ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა დასავლელ მოკავშირეებთან-სალომე სამადაშვილი

„ლელოს" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ სანქციებს გარკვეული შედეგი მოჰყვება.

„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, არავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ევროკავშირმა გამოაცხადა. გარკვეული მსუსხავი ეფექტი ამ სანქციებს, რომლებიც დაანონსებულია, ექნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და რუსეთის მხრიდან უფრო აგრესიული ნაბიჯების გდადგმის შემთხვევაში, დასავლეთი მზად არის, კიდევ უფრო გაამკაცროს რეაგირება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, ქართულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს დასავლელ მოკავშირეებთან, რათა უკრაინასთან მიმართებით მათ ყველა ნაბიჯში ასახული იყოს საქართველოს ინტერესებიც.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასეთ კოორდინაციას ვერ ხედავს.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზისით, ბევრი რესურსი რაიმე გადაწყვეტილების მისაღწევად არ არის დარჩენილი. ამიტომ გაუქმდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ლავროვის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა შემდგარიყო.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან იმისთვის, რომ მათ ყველა ნაბიჯში, რომელიც გადაიდგმება უკრაინასთან მიმართებით ასახული იყოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიც. თუმცა სამწუხაროდ, მე დღეს ასეთ კოორდინაციას ვერ ვხედავ. საქართველოს ხელისუფლება რეალურად არის დამალულ პოზიციაში, არჩევს სიჩუმეს, ელოდება დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა