საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია

ნახვები: 463 სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველო ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

შესაბამისად, ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის.

„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!”, - დასძინა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს და საერთო პრობლემაა.

“თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ”, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე.

“ქუჩაში ყოველდღე პროტესტია - ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს”, - აცხადებს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა