კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჭიაბერაშვილი "სტალინურ სასამართლოზე" მისვლას არ აპირებს

ნახვები: 552 ზურაბ ჭიაბერაშვილი "სტალინურ სასამართლოზე" მისვლას არ აპირებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი "სტალინურ სასამართლოზე" გამოძახებულთა შორის ერთ ერთი პირველია. იგი აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოში მონაწილეობას.

"ის, რომ ეს “პარლამენტი” არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა", - აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

იგი აღნიშნავს:  

1. რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტ-რევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები "აღსრულდა ნება ქართველის ერისა...", ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტ-რევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს.
2. 2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული “ბრალდებით” დამაპატიმრეს და 9 თვე სასამართლოში მატარეს, ვიცოდი, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე. მაგრამ არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემს მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ „ბრალდებას“ პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.
3. ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა “ქოცი=ნაცი” ტიპის მესიჯი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი ფბ-ზე, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა ვარდების რევოლუციის ღირსებად. “ესენი იმათზე უარესები არიან” და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.
4. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს “პარლამენტი” არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია.
5. სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 37-ე და 33-ე დღეა შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს.
ძალა ერთობაშია!
დიდება თავისუფლებას!
საქართველო გაიმარჯვებს!
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა