კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კირილ ბუდანოვი - ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ

ნახვები: 501 კირილ ბუდანოვი - ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ

ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება - სხვა საკითხია. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“ჩემი აზრი გაინტერესებთ? - ვფიქრობ, რომ კი. ეს პარადოქსული ვითარებაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია), ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე მივალთ. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება - ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება, ვფიქრობ, მოხდება. ამისთვის შემადგენელი ნაწილების უმეტესობაა”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგებაზე საუბრისას ბუდანოვმა ეჭვის ქვეშ დააყენა, რომ ეს შესაძლოა უსაფრთხოების გარანტია გახდეს, ვინაიდან, “მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც მშვიდობისმყოფელების შეყვანამ იმუშავა”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა