კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ქართული ოცნების" და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა" – ანდრო გოცირიძე

ნახვები: 577 "ქართული ოცნების" და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა" – ანდრო გოცირიძე

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ ანდრო გოცირიძის აზრით, რუსეთის და "ქართული ოცნების" ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, "ოცნებამ" საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანას ძალაუფლების შენარჩუნება არჩია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ამ მოსაზრებას იმ არგუმენტით ამყარებს, რომ "ოცნება" ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს, დემოკრატია კი 4-8 წელში ხელისუფლების დატოვებას და გადადგომას, გადარჩევას გულისხმობს, რაც ფაქტია, რუსეთის ხელისუფალსაც იგივე სტრატეგია აქვს არჩეული და ამასთან, "ოცნების" ასეთი პოლიტიკა რუსეთს აწყობს.

"რუსეთის ინტერესი იყო ძირი გამოთხროდა საქართველოს ურთიერთობას დასავლეთ პარტნიორებთან, რადგან მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესში, რადგან რუსეთი ხელფეხშეკრულია უკრაინაში ომით და ძალა არა აქვს საქართველოში ანექსია განახორციელოს. დასავლეთთან ურთიერთობები ძირგამოთხრილია და როგორც კი რუსეთი გათავისუფლდება უკრაინისგან, მაშინვე გააჟღერებს სამხედრო მუქარას და საქართველო განაცხადებს რომ ჩვენ რუსეთს ვერ გავუმკლავდებით, რადგან პარტნიორების გარეშე რთულია გამკლავება.

ამიტომ, თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს პერიოდი გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სანამ რუსეთი უფრო დიდი საქმით იყო დაკავებული უკრაინასთან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უამრავი მოდელი უნდა შეგვეთავაზებინა დასავლეთისთვის, რადგან იგი როგორც იქნა გამოფხიზლდა რუსეთის ამ ბარბაროსული შეჭრის შედეგად.

აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ევროკავშირისკენ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ამის გარეშე კი საქართველო მარტო დგას იმ გამოწვევებთან, რაც მსოფლიოში მრავლადაა. საფრთხეა, რომ ეს ურთიერთობები იმდენად ხანგრძლივვადიანად ხომ არ არის დაზიანებული, რომ ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლების პირობებში ამ ურთიერთობების აღდგენის რისკი ხომ არ დგას.

ამასთან, დაემთხვა რუსეთის და "ქართული ოცნების" ინტერესები, რადგან რუსეთს ეს ["ოცნებამ" ძალაუფლების შენარჩუნება არჩია] აწყობდა და „ოცნებას“, როგორც ყველა პარტიას რომელსაც მუდმივად უნდა ხელისუფლებაში ყოფნა დემოკრატიის უკუსვლა აწყობს. რადგან დემოკრატია გულისხმობს ხელისუფლებიდან ოდესღაც წასვლას და ეს ოდესღაც არის 4 ან 8 წელი", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა