კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის-იაგო ხვიჩია

ნახვები: 392 ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის-იაგო ხვიჩია

უკრაინის დაცვაზე უკრაინელ ხალხთან და უკრაინელ სამხედროებთან ერთად მთავარი პასუხისმგებელი პირი არის დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო, რომელმაც თავის დროზე აიღო გარანტია უკრაინის უსაფრთხოებაზე, როცა უკრაინიდან ატომური იარაღი რუსეთს გადაეცა, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დასავლეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს.

„მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, რა საშუალებაც გვექნება, დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი პოზიცია გასაგები იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ დასავლეთი ვალდებულია უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას. ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან. თავისუფლებისმოყვარე ადამიანების ვალდებულებაა უკრაინელ ხალხს უგულშემატკივროს", - განაცხადა ხვიჩიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა