კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ-ხათუნა სამნიძე

ნახვები: 372 ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ-ხათუნა სამნიძე

ეს არ არის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ - ევროპისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებს პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს.

„რაც უკრაინაში ხდება, ამას პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება. ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება. ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ", - განაცხადა სამნიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა