კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - ბაჩიაშვილს გადაკვეთილი აქვს სომხეთის საზღვარი რუსეთის პასპორტის გამოყენებით

ნახვები: 561 გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - ბაჩიაშვილს გადაკვეთილი აქვს სომხეთის საზღვარი რუსეთის პასპორტის გამოყენებით

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მათთვის "საპოლიციო არხებითა და საჯარო ინფორმაციით" გახდა ცნობილი.

პროკურორის თქმითვე, თუ როგორ და ვისი დახმარებით დატოვა ბრალდებულმა ქვეყნის საზღვარი, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"2025 წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის მიმართულებით და ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინა. დადასტურებულია, საქართველოს ოფიციალური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, მათ შორის, ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ოფიციალურად არ დაუტოვებია საქართველოს საზღვარი. სომხეთის ოფიციალური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილს გადაკვეთილი აქვს სომხეთის საზღვარი რუსეთის პასპორტის გამოყენებით. ინფორმაცია მიღებულია ოფიციალური წყაროებიდან, მათ შორის, საპოლიციო არხებიდან, ინტერპოლიდან, ასევე, თავადაც, საჯარო წყაროების მეშვეობით გაავრცელა ბრალდებულმა აღნიშნული ინფორმაცია.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ხახანაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ გახდა მათთვის ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, პროკურორი პასუხობს, რომ "მათ შორის, საჯარო ინფორმაციით" გაიგეს.

"საპოლიციო არხებით, მათ შორის რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაციით, რომლითაც ყველასთვის და ჩვენთვისაც გახდა ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია. პირველად, რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ყველასთვის გახდა ცნობილი, ასევე დამატებით ინფორმაცია მიღებულია საპოლიციო არხებით", - განაცხადა ხახანაშვილმა.

ცნობისთვის, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა