პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანდრო ჭიჭინაძე - გამოკითხული პოლიციელების ოქმები საქმის მასალებად არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან არცერთი ბრალდებული მათში ნახსენები არ ვართ

ნახვები: 643 ანდრო ჭიჭინაძე - გამოკითხული პოლიციელების ოქმები საქმის მასალებად არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან არცერთი ბრალდებული მათში ნახსენები არ ვართ

გამოკითხული პოლიციელების ოქმები, როგორც საქმის მასალები, არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან აქ მყოფი არცერთი ბრალდებული ამ გამოკითხვებში ნახსენები არ ვართ , - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ბრალდებულმა, მაშინ გააკეთა, როდესაც მისმა ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ, ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომელზეც ბრალდებულის მხრიდან დადებითი პასუხი მიიღო.

"გამოკითხული პოლიციელების ოქმები, როგორც საქმის მასალები, არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან აქ მყოფი არცერთი ბრალდებული ამ გამოკითხვებში ნახსენები არ ვართ. აქციაზე, როგორც პოლიციელები, ისე აქციის მონაწილეებიც დაშავდნენ და ამ ლოგიკით, შესაძლოა, ვინმემ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ აქციის მონაწილეებზე ვიძალადეთ", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა