ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

გიორგი შალუტაშვილი - მზად ვარ დიალოგისთვის

ნახვები: 529 გიორგი შალუტაშვილი - მზად ვარ დიალოგისთვის

ეთიკის კომისიის წერილში არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს სტატუსი შეუწყდათ, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი , - ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა.

შალუტაშვილის თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სასამართლოში ან მიმართონ მას და შესაბამისად, მოხდეს გადაწყვეტილების გადახევდა.

გიორგი შალუტაშვილი მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის.

„მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება დავუშვათ სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მათი პოზიცია. ჩემი მხრიდან, მოხდა პირველი ჩემი შეხვედრა ერთ-ერთ სტუდენტთან, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და თუ ეს გახდება მაგალითი და ამაში ყველა ერთად დავდგებით, პირდაპირ ვამბობ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალუტაშვილმა, რომლის კომენტარსაც არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა